
19 აპრილს, როგორც სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, ასევე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღდგომის წინა დღე აღნიშნეს.
ქრისტეს დაკრძალვის ხსენების დღეს და აღდგომის ბოლო დღეს წმინდა ან დიდი შაბათი ეწოდება.
დიდი შაბათი ეძღვნება იესოს ტანჯვის, სიკვდილისა და დაკრძალვის ხსოვნას. იესო ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნეს და გამოქვაბულში დაასვენეს და შესასვლელი დიდი ქვით გადაკეტეს. სამი დღის შემდეგ მოწაფეები მივიდნენ საფლავთან უფლის სხეულზე სურნელოვანი ზეთებით საცხებლად, მაგრამ დაინახეს, რომ გამოქვაბულის შესასვლელის ქვა გადაგორებული იყო და საფლავი ცარიელი იყო.
ქრისტე აღდგა მესამე დღეს, როგორც თვითონ თქვა- მაცხოვრის სულმა სხეული საფლავში დატოვა, ჯოჯოხეთში ჩავიდა ჭეშმარიტი სულების გასათავისუფლებლად, მათთვის „სამოთხის კარიბჭის“ გასახსნელად და სიბნელის გასაფანტად.
„ჭრაგალუიც“ ნიშნავს ლამპარის ან სანთელის დანთებას. სიტყვა „ჭრაგალუიცი“ წარმოიშვა „ჭრაგ ლუცანელ“ გამოთქმისგან რომელიც ნიშნავს „სანთელის ან ლამპარის დანთებას“.
დღესასწაულზე ხალხს ეკლესიიდან სახლში მიაქვს ანთობილი სანთლები.
ის ღვთიურ სინათლეს, ეკლესიის კურთხევას განასახიერებს. სანთლების დანთება ბეთლემის ვარსკვლავის შუქს განასახიერებს, რომელმაც მწყემსებს ჩვილი იესოსკენ მიმავალი გზა უჩვენა.
დიდი შაბათის საღამოს ტარდება ლიტურგია, ხოლო შემდეგ ქრისტეს აღდგომის ამბავი ცხადდება – „ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა”. ამ საღამოს დიდი მარხვა მთავრდება.
ქრისტე აღსდგა!