გუშინ, 17 აპრილს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურისა და გაწვევის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალქალაქში ნებაყოფლობით ჯარში წასულ სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს მადლობის სიგელები გადასცეს.

DSC_6714

2025 წლის დასაწყისიდან საქართველოში სამხედრო სამსახურში გაწვევა შემთხვევითობის პრინციპით ხდება. სისტემა ავტომატურად ირჩევს ახალწვეულებს. ამ კონკრეტულად 2025 წლის 1-დან 15 იანვრის ჩათვლით შეირჩნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 2025 წლის დეკემბრამდე იმსახურებენ.

ის პირები, ვინც არ იყვნენ შერჩეულთა სიაში, თუმცა ჰქონდათ სურვილი ემსახურათ, საკუთარი ინიციატივით, სავალდებულო გაწვევის გარეშე, წარადგინეს წერილობითი განაცხადი და მოხალისედ წავიდნენ ჯარში. მოხალისეობრივი სამსახურის სურვილით წასული ახალგაზრდების ეს ნაბიჯი წახალისებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.ამ მიზეზით, მოხალისეებს მიენიჭათ გარკვეული უპირატესობები — ისინი იღებენ 30%-ით უფრო მაღალ თვიურ ხელფასს და აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ, სად სურთ გაიარონ სამხედრო მომსახურება.

„ჩვენ მათ ვაძლევთ ცნობებს იმის შესახებ, თუ ვინ სად იქნა მიღებული, და ასევე ვუგზავნით მადლობის სიგელებს ოჯახის წევრებს, მშობლებს — ჩვენი სამხედრო სამსახურისა და გაწვევის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ხელმოწერით,“ — განაცხადა ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ახალქალაქის მუნიციპალური განყოფილების უფროსი მაიორი ბესიკ მელიქიძე.
DSC_6750

წერილის შინაარსში აღნიშნული სააგენტო გამოხატავს თავის ღრმა მადლიერებას ჯარისკაცის ოჯახის მიმართ — ჯარისკაცის გამოჩენილი მზადყოფნისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.

DSC_6700

ბესიკ მელიქიძის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე ჰყავთ 23 ნებაყოფლობით ჯარში გაწევრიანებული ჯარისკაცი და ყველას ოჯახს გადაეცა მადლობის სიგელი. მისივე განცხადებით, დამატებით კიდევ 20 ახალგაზრდა გეგმავს ნებაყოფლობით გაწევრიანებას და ეს რიცხვი იზრდება. 2025 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში უნდა წავიდეს სულ 95 ახალგაზრდა.

Jnews-თან საუბარში ბესიკ მელიქიძემ განმარტა, რომ ახალქალაქის ჯარისკაცები ირჩევენ 8-თვიან სამხედრო მომსახურებას, რადგან 6-თვიანი სამხედრო სამსახურის გასავლელად საჭიროა სახელმწიფო ენის კარგად ცოდნა. ხოლო, რადგან ახალქალაქი ძირითადად სომხებით დასახლებული მუნიციპალიტეტია და ქართული ენის ცოდნის დონე შედარებით დაბალია, ჯარისკაცები ირჩევენ 8-თვიან სამხედრო მომსახურებას. ამ პერიოდის განმავლობაში მათ აგრეთვე ქართულ ეასაც ასწავლიან.

საქართველოს სამხედრო სამსახურისა და გაწვევის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მადლობის სიგელები გადასცეს ასევე ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

ფენია თოროსიან