
დღეს, 17 აპრილს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ დიდი ხუთშაბათი აღნიშნა. ახალქალაქის სურბ ხაჩის საკათედრო ტაძარში დილას საღმრთო ლიტურგია აღევლინა, რასაც ფეხდაბანვისა და სააღდგომო ცისკრის რიტუალი მოჰყვა.
ქრისტეს მიწიერი მოგზაურობის დასასრულს – დიდ ხუთშაბათს – ყველა ეკლესია მთელი წლის განმავლობაში რიტუალების ყველაზე დიდ რაოდენობას ატარებს. რიტუალები იწყება დილით ადრე და გრძელდება გვიან ღამემდე.
16:00 საათზე ახალქალაქის წმიდა ჯვრის საკათედრო ტაძარში ფეხის დაბანის ცერემონია გაიმართა, რაც სიმბოლოა ქრისტეს თავმდაბლობისა მოწაფეების მიმართ. ბოლო ვახშმის შემდეგ იესო ქრისტემ მოწაფეებს ფეხები დაბანა, რითაც მათთვის ნამდვილი თავმდაბლობისა და თვინიერების მაგალითი იყო.
სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარმა ვიკარიუსმა,არქიმანდრიტმა მამა ნშან ჰაიაკიანმა ეკლესიის მსახურებს ფეხები დაბანა და ზეთი სცხო მათ.
დიდ ხუთშაბათს საღამოს ახალქალაქის ჯვრის ტაძარში დიდი პარასკევის ცისკარი გაიმართა, რომელიც არის ქრისტეს ღალატისა და ტანჯვის ხსენება.
სახარებიდან ნაწყვეტები მოიცავს ქრისტეს ლოცვას გეთსიმანიის ბაღში, იუდას ღალატს, იესოს ბრბოსთვის გადაცემას, დაპატიმრებას, წამებას, ჯვარცმას და სიკვდილს.
დიდი ხუთშაბათი სომხურ ეკლესიაში იწყება წირვით. წირვის შემდეგ მსურველები აღსარებას აბარებენ და იზიარებენ. სახარებების მიხედვით, ზიარების საიდუმლო დააწესა იესო ქრისტემ. ამ საიდუმლოს დაწესების დასტურად მიიღება ქრისტეს სიტყვები, რომლებიც წარმოდგენილია სინოპტიკურ სახარებებში უკანასკნელი ვახშმის დროს.
დიდი ხუთშაბათი სომხურ ეკლესიაში ლიტურგიით იწყება. ლიტურგიის შემდეგ მსურველები აღსარებას აბარებენ და ზიარებას იღებენ. ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), რომელსაც ეკლესიის მამები ლიტურგიის შემდეგ ასრულებენ, რაც სიმბოლოა ქრისტეს თავგანწირვისა, ვახშმის ხსოვნის საიდუმლოა, როდესაც მოციქულთა ზიარების შემდეგ უფალმა უთხრა, რომ ყოველთვის უნდა აღასრულონ ზიარება და თქვა: „გააკეთეთ ეს ჩემს სამახსოვროდ“.
წმინდა წერილის წაკითხვისა და სასულიერო გალობების შემდეგ მღვდელი აკურთხებს ზეთს, რომელსაც შემდეგ მორწმუნეებს ურიგებენ (ტრადიციის თანახმად, ნაკურთხი ზეთი გამოიყენება ავადმყოფობის დროს).
დიდი ხუთშაბათის საღამოს ტარდება ფეხის დაბანის რიტუალი. ახლობელის სიყვარულისა და თანასწორობის გზავნილის მაგალითის მიცემით, იესომ ბოლო ვახშმის წინ დაბანა ფეხები მოციქულებს. სომხურ ეკლესიაში, უფლის მაგალითით, წმიდა სამსხვერპლოზე დაჩოქილი მღვდელი თორმეტ ახალგაზრდას ან ეკლესიის მსახურს ფეხებს ჰბანს და წმინდა ზეთს სცხებს.
ხუთშაბათს საღამოს იწყება დიდი პარასკევის ცისკრის რიტუალი – ჯვარცმის რიტუალი, რომელსაც „ხავარუმი“ ჰქვია.
საკურთხეველზე თორმეტი სანთელია ანთებული, ცენტრში ერთი დიდი. იკითხება ფრაგმენტები სახარებიდან, სადაც აღწერილია იესოს სულიერი მღელვარება და მისი ლოცვა გეთსიმანიაში, იუდას შეიარაღებული რაზმით მოსვლა და ქრისტეს დაპატიმრება, უფლის დამცირება, აგრეთვე მოციქული პეტრეს სამგზის უარის თქმა და მონანიება. თითოეული ფრაგმენტის წაკითხვის შემდეგ თითო სანთელი ქრება და ბოლოს მხოლოდ დიდი რჩება ანთებული. ჩამქრალი სანთლები მოწაფეების გეთსიმანიიდან გაქცევას ჰგავს, დიდი ანთებული კი ქრისტეს მარტოობის სიმბოლოა.