21 აპრილამდე საქართველოში უმეტესად თბილი, გაზაფხულის ამინდი და მცირე წვიმებია მოსალოდნელი: დასავლეთ რეგიონებში +26 გრადუსამდე და უნალექოდ, თბილისსა და აღმოსავლეთში კი – ცოტა გრილი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო გვაცნობებს.

თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) +15, +20 გრადუსი, ხოლო მაღალმთიანეთში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) +8, +13 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში 18-19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 20-21 აპრილს კი ზოგან მოსალოდნელია წვიმა.

ზღვისპირა რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი, სოხუმი) დღისით ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი იქნება. დაბლობ რაიონებში +24, +26 გრადუსი იქნება (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), ხოლო მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) +24 გრადუსი იქნება. +13, +18 გრადუსი – მაღალმთიანეთში (მესტია, ბახმარო).

ცენტრალურ საქართველოში და ქვეყნის აღმოსავლეთში 18-დან 21 აპრილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) +16, +21 გრადუსი იქნება. კახეთში კი +15, +20 გრადუსი (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო).