ბზობის კვირით (წელს- 13 აპრილს) დაიწყო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირის მოვლენების ხსენების დღეები. კვირის თითოეულ დღეს თავისი მნიშვნელობა აქვს.

დილას ეკლესიებში აღევლინება წმინდა ლიტურგია. სრულდება ფეხთბანვის რიტუალი.საიდუმლო სერობის შემდეგ, ჭეშმარიტი თავმდაბლობის ნიშნად, ქრისტე ფეხებს ჰბანს მოწაფეებს.ეპარქიის სომხური ეკლესიების სულიერმა მამებმა, უფლის ამ მაგალითით, ეკლესიებში შესრულებული საგალობლების თანხლებით, საკურთხევლზე მუხლმოდრეკილებმა თორმეტ ბავშვს ფეხებს ჰბანენ და ნაკურთხ ზეთს სცხენენ.დიდი ხუთშაბათის საღამოს შესრულდა დიდი პარასკევის ცისკარი, რაც დიდ პარასკევს ეხება და სიმბოლოა ჩვენი უფლის ჯვარცმის და დასაფლავებისა. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება ღვთისმსახურება, რომელსაც „ხავარუმ“ ეწოდება. პარასკევის ცისკრის ცერემონიისას სახარების წაკითხვამ დამსწრეებს ახსენებს იესოს ლოცვას გეთსიმანიის ბაღში, იესოს გაცემა, იესოს შეურაცხყოფა და პეტრეს მიერ მისი უარყოფა.

დიდი ხუთშაბათის დღეს, როდესაც უფალი იჯდა თავის მოწაფეებთან ერთად, სიმბოლოა ქრისტეს მჯდომარე დიდების ტახტზე თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად.

დიდი ხუთშაბათის საეკლესიო მსახურება საიდუმლო სერობას და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ დაწესებული წმინდა ზიარების საიდუმლოს ეხება.