
Youth on საინიციატივო ჯგუფი საქართველოში მცხოვრებ 18-35 წლის ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ „კრიტიკული აზროვნების სკოლაში“. სამთვიანი (თვეში 3 შეხვედრა) კურსები ჩატარდება თბილისში. კურსების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა თემებს, მათ შორის: კრიტიკულ აზროვნებასა და მეცნიერულ მსოფლმხედველობას. კურსი მოიცავს ლექციებს, ინტერაქტიულ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.
პროექტის მიზანია კრიტიკული ცოდნის გაზიარება ახალგაზრდა აქტივისტებთან და აქტიურ სტუდენტებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციალური სამართლიანობით, თანასწორობითა და დემოკრატიით, ასევე კოლექტიური განსჯის და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს (აქტიურ სტუდენტებს, ახალგაზრდა მასწავლებლებს, მკვლევრებს, ჟურნალისტებს და სხვა სპეციალისტებს).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ონლაინ განაცხადის შევსება მიმდინარე წლის 21 აპრილამდე.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ იკონტაქტოთ ტიგრან თარზიანს შემდეგ- Tigran.tarzyan.1@iliauni.edu.ge ელექტრონული ფოსტის მისამართით, ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ „კრიტიკული აზროვნების სკოლა“ ან დარეკეთ – (+995 599 07 99 73) ტელეფონის ნომერზე.
კურსში მონაწილეობა უფასოა. თბილისში ჩამომსვლელი მონაწილეების განთავსებისა და სამგზავრო ხარჯებს უზრუნველყოფს Youth on-ის საინიციატივო ჯგუფი. კურსის სრულად გავლის შემდეგ ახალგაზრდებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
„კრიტიკული აზროვნების სკოლა 2025“-ის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ხიდების მშენებლობა და უმცირესობების გაძლიერების გზით ერთიანობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Youth on-ის საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.
ამ თემაზე წაიკითხეთ: