წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 561,7 ათასი ლარია გამოყოფილი.

სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფის გარდა, პროექტი ასევე ითვალისწინებს სარწყავი და სანიაღვრე არხების აღჭურვასა და რეაბილიტაციას.

წელს სამუშაოები შემდეგ სოფლებში განხორციელდება:

  • სოფელ ტურცხში ხელოვნური ტბა აშენდება
  • სოფელ ბარალეთში წყლის მილები შეკეთდება.
  • ალასტანში სასმელი წყლის მილსადენი აშენდება

წყალმომარაგების სისტემის განვითარების პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისგან, რომელიც მოიცავს სასმელი წყლის სისტემის ფუნქციონირებას და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.

ამ პროექტის დაფინანსება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებიდან გამოიყო.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 2023 წელს გამოყოფილი იყო 409,5 ათასი ლარი, ხოლო 2024 წელს – 280,0 ათასი ლარი.

მონაცემები აღებულია  საქართველოს საკანონმდებლო მაცნედან.

ფოტო-  Jnews-ის არქივიდან.

გევორგ ჯანოიან