
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დამფუძნებელი, ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია არ გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
მისი თქმით, პარტია ამჟამად ემზადება როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი არჩევნებისთვის.
„ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში“, – განაცხად გიორგი გახარიამ 15 აპრილს ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
პროდასავლური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.