„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წლის ბოლომდე გადადება გადაწყვიტა.

ასევე განაცხადა, რომ არ ეცდება ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, თუმცა ხმის მიცემის შემდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, — განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გადავადება გამოწვეულია ოპოზიციის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომიტეტის ვადის გაგრძელების აუცილებლობით.

თავიდანვე ხელისუფლება არჩევნებამდე ყველაფრის დასრულებას გეგმავდა, მაგრამ „შავ სიაში“ ყველასთვის დამადანაშაულებელი მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოხერხდა, აღნიშნავენ კრიტიკული მედია საშუალებები.

მდინარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს ე.წ „ნაციონალური მოძრაობის“ ტერმინის აკრძალვის მოთხოვნით, რომლითაც „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მთავარ ოპოზიციურ ძალას გულისხმობს.