გუშინდელიდან ელექტროენერგია არ არის ახალქალაქის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ასევე სოფელ ბუზავეთში. ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაზიანებულია კაბელი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, დღის განმავლობაში კი ელექტრომომარაგება აღდგება.

კომპანია ენერგო პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან Jnews-ს აცნობეს, რომ უამინდობით გამოწვეული ავარიული გათიშვა მოხდა.

„უამინდობის გამო ავარიული გათიშვა მოხდა. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი აბონენტი დარჩა ახალქალაქში ელექტროენერგიის გარეშე. ელექტროენერგიის გარეშეა სოფელი ბუზავეთიც. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დღის განმავლობაში აღდგება უწყვეტი ელექტრომომარაგება”, – განაცხადეს ენერგო პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

გევორგ ჯანოიან