დღეს, 15 აპრილს, ახალქალაქის სურბ ხაჩის ესკლესიაში დიდი სამშაბათი აღნიშნეს, რომელიც ათი ქალწულის სახარებისეულ იგავს ეძღვნება.

წაღკაზარდის (ბზობის) დღესასწაულის მომდევნო ორშაბათიდან ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამდე პერიოდს ვნების (დიდი) კვირა ეწოდება. დიდი ეწოდება მისი ყოველი დღეც, რომელსაც პირობითი სახელწოდება აქვს და რომელიც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენას ეძღვნება. მოხსენიებულია ქრისტეს უკანასკნელი მცნებები, ტანჯვა, სიკვდილი და აღდგომა. ვნების კვირის ძირითადი რიტუალები იწყება ვნების (დიდი) ხუთშაბათიდან.

დიდი სამშაბათი ეძღვნება სახარების იგავს ათი ქალწულის შესახებ. ხუთი გონიერი და ხუთი სულელი ქალწულის იგავი, რომლებმაც აიღეს ნათურები და გამოვიდნენ სიძის შესახვედრად.დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულის შესახებ, რათა ვისწავლოთ სულიერი სიფხიზლე და მზად ვიყოთ იმ მოულოდნელი წამისთვის, როცა – „სიძე მოვალს შუაღამესა”.

3

„სულელებმა აიღეს თავისი ლამპრები და არ წაიღეს თან ზეთი, ხოლო გონიერებმა წაიღეს ზეთი ჭურჭლით თავის ლამპრებთან ერთად. და რადგან იგვიანებდა სიძე, მიერულა ყველას და დაიძინეს“.

2

უაღამისას ძახილი იყო: აჰა, სიძე მოდის, გამოდით მის მისაგებებლად. მაშინ ადგა ყველა ის ქალწული და მოამზადა თავისი ლამპრები. ხოლო სულელებმა გონიერებს უთხრეს: მოგვეცით ჩვენ თქვენი ზეთიდან, რადგან ჩვენი ლამპრები ქრება. მიუგეს გონიერებმა და უთხრეს: ვაითუ არ გვეყოს ჩვენც და თქვენც, უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.

როდესაც წავიდნენ ისინი საყიდლად, მოვიდა სიძე და ვინც მზად იყო, შევიდა მასთან ერთად ქორწილში და დაიხშო კარი. ბოლოს მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და ამბობდნენ: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ თქვენ. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა“ – ნათქვამია იგავში.

1