აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის 50%-ით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია სამსახურებრივ მემორანდუმში, რომელიც გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ მოიპოვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი წელს, საერთო ჯამში, შესაძლოა, 54 მილიარდიდან 28 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს.როგორც მედია წერს, გეგმის თანახმად, ყველაზე დიდი შემცირება შეეხება გაერო-სა და ნატო-ს დაფინანსებას. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-მა, შესაძლოა, შეწყვიტოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერა, ასევე უარი თქვას კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებდა.