15.04.2025
ნახვები: 106 |
ავტორი: NewsRoom
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ქალაქის ცენტრში ორსართულიანი სპორტული დარბაზის ასაშენებლად თითქმის 1,3 მილიონი ლარი გამოყო. Jnews-მა გადაწყვიტა ქალაქში მცირე გამოკითხვა ჩაეტარებინა, რათა გაერკვია თუ რა სურდათ მოსახლეობას, რომ პირველ რიგში ქალაქში აშენებულიყო. გამოკითხვაში 25-ი მოქალაქე მონაწილეობდა, ყველაზე საინტერესო პასუხებს ქვემოთ წარმოგიდგენთ:
- „გვსმენია, რომ ახალქალაქში ახალ სპორტულ დარბაზს ააშენებენ, რაც ძალიან მისასალმებელია, ახალგაზრდებს მაინც გვექნება სავარჯიშო ადგილი. „გარადოკში“ არის ადგილი, სადაც ახალგაზრდები ვარჯიშობენ, მაგრამ ეს პატარაა, რამდენჯერმე ვიყავი მაგრამ რადგან დარბაზი პატარაა, რიგი იყო და სავარჯიშოდ ჩემი ჯერი არ დადგა“.
- „კარგი იქნება ახალქალაქში კინოს შენობა რომ აეშენებინათ “.
- „ბავშვებისთვის ახალი საბავშვო მოედნის აშენების აუცილებლობა არის, არსებული მოედნები ძალიან პატარაა“.
- „ჩვენს ქალაქს სჭირდება სავაჭრო ცენტრების აშენება, რათა ადამიანებმა ადვილად შეძლონ ყიდვა და მაღაზიებში მთელი დღე არ გაატარონ“.
გამოკითხვის რამდენიმე მონაწილემ ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად აღნიშნა: „აშენება საჭირო არ არის, მთავარია, რაც გვაქვს ის არ დაანგრიონ“.
17-მა ადამიანმა საერთოდ უარი თქვა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაზე.
გევორგ ჯანოიან