„ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ან ურთიერთობების ნორმალიზებაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.

„ყველამ კარგად იცის, რა პრობლემაა საქართველოსა და რუსეთს შორის და რის წინაშე დგას საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები.ეს არის ოკუპაცია და ეს არის ნომერ პირველი დაბრკოლება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე აღნიშნა, რომ საინტერესოა თუ როგორ გამოიყენება მსგავსი განცხადებები საქართველოს ოპოზიციის მიერ.

„მეორე კითხვა აქ არის ის, თუ როგორ იყენებენ მსგავს განცხადებებს საქართველოში და ეს კეთდება თითქოს სასიცოცხლო ძალის მისაცემად, რათა ოპოზიციურ ძალებს ცარიელი დღის წესრიგის პირობებში ჰქონდეთ შესაძლებლობა შექმნან ახალი თემები, რომლებზეც კომენტარის გაკეთბას შეძლებენ“.

პრობლემა ნათელია. „საქართველოს აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონი , რა თქმა უნდა ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.