
ძლიერმა ქარმა, 14-დან 15 აპრილის ღამეს დააზიანა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. Radio NOR-ის ცნობით ძლიერმა ქარმა დააზიანა სახლების სახურავები და წააქცია ხეები. ნინოწმინდის მერიამ ზარალის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სოფელ პატარა არაგიალიდან მიიღო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან Jnews-ს აცნობეს, რომ ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის მხოლოდ სოფელ პატარა არაგიალიდან მიიღეს, სადაც დაზიანდა ერთი სახლის სახურავი და ბოსელი. მუნიციპალიტეტს სოფლის მცხოვრებლებისგან ოფიციალური განცხადება მერიას ჯერ არ მიუღია.
„ეს ბუნებრივი კატასტროფა არ იყო, უბრალოდ ძლიერი ქარი იყო, მაგრამ თუ მერია ამინდის პირობებით გამოწვეული ზიანის შესახებ იღებს მოქალაქის საჩივარს, მაშინ სპეციალური კომისია იგზავნება და კომისიის მიერ იკვლევა, რათა დადგინდეს აქვს თუ არა მოქალაქეს კომპენსაციის უფლება“, – აღნიშნა Jnews-თან საუბარში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა.