
12 აპრილს, ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ღია გაკვეთილი რომლის თემა „დიდი მარხვა, წმინდა აღდგომა“ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრების მოსწავლეები, ასევე სოფელ ბარალეთის, გომანის, კიროვაკანის, პატარა გონდურის სკოლების მოსწავლეები და „კარაპეტ მთავარეპისკოპოს ბაგრატუნის“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის ბავშვები.
ღია გაკვეთილი „საუფლო“ ლოცვით დაიწყო, რის შემდეგაც ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა კარინე თადევოსიანმა ისაუბრა არჩეული თემის მნიშვნელობაზე. სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი მიესალმა ასეთი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას სკოლის ასაკის ბავშვებისთვის.
ღია გაკვეთილში მონაწილეობდა რვა გუნდი, კონკურსი ჩატარდა ტესტირების ფორმატით. კითხვარი შედგებოდა 12 კითხვისგან. კითხვები ეხებოდა დიდ მარხვის, წმინდა აღდგომის მნიშვნელობასა და რიტუალებს. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საყოველთაო ხელმძღვანელობის ვიკარიუს არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი , ბარალეთის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ლენა კარაპეტიანი და JNEWS-ის რედაქტორი აღუნიკ აივაზიანი.
ჟიური კმაყოფილი იყო მონაწილეთა პასუხებით, რაც მოწმობდა მათ კარგად გაცნობიერებულობას რელიგიური დღესასწაულებისა და რიტუალების შესახებ. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს ახალქალაქის წმინდა (სურბ) ჯვრის ეკლესიის სახელით გადაეცათ სპეციალური პრიზები – სულიერი ლიტერატურა. მსგავსი წიგნები მიიღეს კონკურსის დანარჩენმა მონაწილეებმაც.