
როგორც კი თოვლი დნება, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო გზის პირას ნაგავი ჩნდება. ახალქალაქი-კარწახის სატრანზიტო გზაზე მოძრავი სატვირთო მანქანების მძღოლები ნაგავს მანქნიდან გარეთ, სადაც უნდათ იქ ყრიან. ამისთვის კონტროლი არ არსებობს.
ახალქალაქი-კარწახის ავტომაგისტრალზე გადაადგილებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ წლებია ნაგავი არ გაუსუფთავებიათ — ყველგან ყრია მინისა და პლასტმასის ბოთლები, საკვების ნარჩენები, პოლიეთილენის პაკეტები. ყველაზე მეტად ნაგვით დაფარულია სოფლ ვაჩიანის ბოლოდან სულდის დასაწყისამდე მონაკვეთი.
„ქარი სწრაფად ავრცელებს ნაგავს. ყველაზე მეტად ის გაზაფხულზე ჩანს. თუ გზაზე ნაგვის ურნების დამონტაჟდება, ჩემი აზრით, მძღოლები აღარ დააბინძურებენ ტერიტორიას,“ — ამბობს სოფელი სულდის მაცხოვრებელი არმენ კაროიანი.
ის ასევე ამატებს, რომ ნაგვის გარდა, ვითარება რთულია ტრანსპორტით გადაადგილების კუთხითაც.
„ნაგვის გარდა, ახალქალაქი-კარწახის გზა დანგრეულ მდგომარეობაშია. ათასი ვირუსი და დაავადება შეიძლება გავრცელდეს, სიტუაცია თანდათან უარესდება. რამდენიმე წლის წინ ნაგვის შეგროვების სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ როგორც ხედავთ დღეს ისევ იგივე მდგომარეობაა. ერთადერთი გამოსავალი ნაგვის უნების დამონტაჟებაა,“ — ამბობს სულდას სოფლის მცხოვრები გერასიმ ვარდიკიანი.
Jnews-მა დაუკავშირდა საგზაო დეპარტამენტს, რადგან აღნიშნული გზა საგზაო დეპარტამენტის კონტროლს ექვემდებარება, საიდანაც გვიპასუხეს:
„ჩვენ გვყავს ზედამხედველები, რომლებმაც უნდა დააკვირდნენ სიტუაციას და შეაფასონ, რის შემდეგაც გაირკვევა, ვინ უნდა გაასუფთავოს ეს ტერიტორია. ჩვენ შევაყტობინებთ შესაბამის ორგანოებს“.
გევორგ ჯანოიან