
ბაზარი, რომელიც ახალქალაქში ათწლეულების წინ გაიხსნა და საერთო ფართი 1691 კვადრატული მეტრია, დღეს სავალალო მდგომარეობაშია.
ბაზრობაზე იყიდებოდა სხვადასხვა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, ჭურჭელი და ა.შ. რამდენიმე წლის წინ ბაზრობაზე გასეირნება წინასადღესასწაულო, სკოლამდელი და თუნდაც ჩვეულებრივი დღეებში რთული იყო, დღეს კი ბაზრობის ჯიხურების უმეტესობა ცარიელია. უმძიმესი პირობების გამო ბევრმა გამყიდველმა დატოვა სადგომი და მაღაზიებში წავიდა.ბაზრობის დაცლის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ცუდ ამინდში აქ ვაჭრობა ძალიან რთულია, რადგან ტერიტორია ღიაა და ცივა, რის გამოც ხალხი უფრო მოსახერხებელ ადგილებში ვაჭრობას ამჯობინებს.
ბაზრობის ერთ-ერთი გამყიდველი აიდა ტონაკანიანი, რომელიც ვაჭრობით 10 წელზე მეტია არის დაკავებული, ამბობს:
„ბევრი საქონელი მაქვს, მაგრამ არ იყიდება, ხალხი მაღაზიებში მიდის. ამინდის პირობების გამო 4 საათამდე ვალაგებთ და მივდივართ, უბრალოდ ვამბობთ, რადგან მოვედით ერთი ნივთი მაინც გავყიდოთ და ისე წავიდეთ სახლში“.
აიდა ყვება, რომ ძირითადად ხალხი მეტ-ნაკლებად ვაჭრობს სკოლამდელ პერიოდში.
კითხვაზე, იხდიან თუ არა თანხას დაკავებული დახლებისთვის, აიდამ გვიპასუხა:
„ადრე გარკვეულ თანხას ვიხდიდით, ახლა – არა, არც პატრონი გვყავს და არც გამგებელი, ვინ სადაც უნდა, იქ აწყობს თავის საქონელს“.
Jnews-მა ჰკითხა ორ სხვა გამყიდველს, მზად არიან თუ არა გადაიხადონ გარკვეული თანხა ტერიტორიის გასაუმჯობესებლად?
ერთ-ერთმა გვიპასუხა:
„თანახმა ვარ, პირობები გააუმჯობესონ, ჩვენ კი თბილ ადგილას დავდგეთ“, მეორემ კი თქვა- „პირობითად ვთქვათ რომ გადავიხადეთ და პირობები გააუმჯობესეს, მოსახლეობა მაინც ონლაინ მაღაზიებიდან იწერს და ასე ვაჭრობს. მაშინ რატომ ააშენონ? თუ ეს სარგებელს არ მოგვიტანს რატომ გადავიხადოთ ტყუილად თანხა?“.
ეს ბაზრობა, რომელიც ახალქალაქში „იარმრკა“ სახელით არის ცნობილი, ხშირად იბრძვის გადარჩენისთვის. რამდენიმე წლის წინ აქაური ვაჭრები ებრძოდნენ მოლდოველებს და თურქებს, რომლებიც ქუჩაში საქონელს ყიდიდნენ, დღეს კი ონლაინ მაღაზიებს ებრძვის.
ფენია თოროსიან