ამინდის პროგნოზი საქართველოში 15-17 აპრილისთვის. საქართველოში გრილი და წვიმიანი ამინდი 17 აპრილამდე შენარჩუნდება, 17 აპრილს კი ქვეყნის უმეტეს ნაწილზე ამინდი გამოვა და დათბება.

თბილისში 15-16 აპრილს მოსალოდნელია წვიმა, 16 აპრილს კი ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი, 15-16 აპრილს დღისით ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი იქნება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 აპრილს ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი იქნება, 17 აპრილს კი გამოიდარებს და დათბება +8, +13 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 აპრილს შენარჩუნდება გრილი და წვიმიანი ამინდი. 16 აპრილს ზოგან ძლიერი დასავლეთის ქარი დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი იქნება, 17 აპრილს კი გამოიდარებს და დათბება +14, +19 გრადუსამდე.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ამინდი დარჩება გრილი და წვიმიანი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება. 16-17 აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი იქნება.