
წმინდა აღდგომის წინა კვირა დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ბზობის დღესასწაულს, რომელიც განასახიერებს ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ ბზობის დღესასწაული გამოაცხადა ბავშვების კურთხევის დღედ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლის იერუსალიმში შესვლის დროს ბავშვები შეეგებნენ მას, შეძახილებით „კურთხეულ იყოს ძე დავითისა“.ამასთან დაკავშირებით ტაძრებში იმართება ბავშვების კურთხევის სპეციალური ცერემონია. საქართველოს სომეხთა ეპარქიამაც დიდი ზეიმით აღნიშნა და ბავშვების კურთხევის ცერემონია აღასრულა.
თბილისში წმინდა გევორგის საკათედრო ტაძრის და წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოებში დილით ადრე ხალხმრავლობა იყო. ხალხი დიდი შთაგონებით ულოცავდა ერთმანეთს დღესასწაულს და ბზის ასაღებად ჩქარობდა.დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წმიდა და უკვდავი ლიტურგია აღევლინა.
მოსახლეობა იესოს ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).
ეკლესიის მამათა სწავლების თანახმად, იესოს ფეხებქვეშ ტანსაცმლის გაგება ცოდვებისაგან გათავისუფლების სიმბოლოა. რტოების ჩუქება კი – პატივისცემის გამოხატულება. ზეთისხილის და პალმის ტოტების ჩუქება ქრისტესთვის, რომელმაც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, სიმბოლურად სიკვდილზე გამარჯვებაა.
ბზობის-„წაღკაზარდ“ -ის დღესასწაულის მნიშვნელობა ასევე დაკავშირებულია სამყაროს შექმნის პირველ დღესთან, როდესაც ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა და სიბნელეს გაფანტვით გაავრცელა სინათლე.
ბზობის წინა შაბათ დღეს სრულდება ბზობის წინასადღესასწაულო ცერემონია, იხსნება საკურთხევლის ფარდა და მეორე დღეს, ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინება საღმრთო ლიტურგია. ბზობის დილით ეკლესიაში აკურთხებენ ზეთისხილის ან ტირიფის ტოტებს და ურიგებენ მორწმუნეებს. ტირიფის ტოტები, რომლებიც უნაყოფოა, განასახიერებენ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებმაც ნაყოფი გამოიღეს მხოლოდ ქრისტესათვის ჩუქების შემდეგ. რტოების სირბილე სიმბოლოა ქრისტეს მიმდევრების თავმდაბლობისა.
ასევე გაიმართა ბავშვების კურთხევის ცერემონია.
ბზობის საღამოს ტარდება კარის გაღების ცერემონია, რომლის დროსაც სერიის „გაგვიღე, უფალო მოწყალეო”-ს ფარგლებში იხსნება ტაძრების საკურთხევლის ფარდები, რაც სიმბოლოა უფლის მეორედ მოსვლის, სამყაროს აღსასრულისა და უკანასკნელი განკითხვისა. თავის დროზე, ეს ცერემონია ეკლესიის დახურული კარის წინ გაიმართა. „სიმღერის” ნაწილი მთლიანად იკითხება.
ბზობის დღესასწაულის შემდეგ- აღდგომისწინა კვირას ჰქვია ვნების კვირა.