სომხეთში გაიმართა სილამაზის კონკურსი „ახალგაზრდა სომეხი 2025“, სადაც 12 წლის კაროლინა აივაზიანმა ახალქალაქიდან საქართველო წარადგინა და გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზი – 7-დღიანი ტურისტული პაკეტი დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

ერევანში გამართულ სილამაზის კონკურსში „ახალგაზრდა სომეხი 2025“ მონაწილეობა მიიღეს სომეხმა გოგონებმა სომხეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით – 4-დან 21 წლამდე. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქელი სკოლის მოსწავლე, 12 წლის კაროლინა აივაზიანმაც.

სილამაზის კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 1500-ზე მეტმა მონაწილემ. კაროლინა 1072-ე ნომრით გამოვიდა 11-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. მეორე ტური გაიმართა 12 აპრილს კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში, სადაც ჟიურის წევრებმა 620 მონაწილიდან საუკეთესოთა შერჩევა მოახდინეს.

კონკურსანტებმა პოდიუმზე ტრადიციული სომხური სამოსით (ტარაზით) გაიარეს, ასევე ცეკვაში თავიანთი ბუნებრივი სილამაზით მაკიაჟის გარეშე, აწეული თმით გამოვიდნენ.

კონკურსის ორგანიზატორია პანსომხური ცენტრი „აკობიანი“. ამ პროექტის მიზანია სომხური ეროვნული სამოსისა და კულტურის პოპულარიზაცია.

საქართველოდან 3 მონაწილე იყო, მათგან ერთი იყო კაროლინა. გამარჯვებულები არამხოლოდ სილამაზით, არამედ სიარულით, მოდების ჩვენებით, ცეკვითა და სომხური გარეგნობით შეირჩნენ.

კონკურსის სამი გამარჯვებული მიიღებს ექსკლუზიურ პრიზებს: ძვირადღირებული მანქანები Mercedes G500 და Porsche Cayenne.

გარდა ამისა, დაახლოებით 150 გამარჯვებული მონაწილე მიიღებს სრულ სამოგზაურო პაკეტებს დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.