
დღეს 13 აპრილს, ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას – როდესაც ქრისტე იერუსალიმში შევიდა, როგორც სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, ასევე ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის კვირას აღნიშნავს. ეს დღესასწაული გაზაფხულის გამოღვიძების სიმბოლოა და ჯავახეთში დიდი ზეიმით აღინიშნება.
ბზობის დღესასწაული ეფუძნება სახარებისეულ ისტორიას- იესო ქრისტეს იერუსალიმში ჯვარცმასა და აღდგომამდე მისვლის შესახებ. წინა დღეს მან გააცოცხლა ლაზარე და ხალხი პალმის რტოებით შეეგა მაცხოვარს. ამიტომაც ამ დღეს დასავლურ ეკლესიაში ბზობის კვირას უწოდებენ.
ქრისტეს იერუსალიმში შესვლის შესახებ ყველა ოთხი მახარებელი წერს. ხალხი გამოვიდა იესოს შესახვედრად და შესძახოდა: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეული იყოს იგი, ვინც მოდის უფლის სახელით! კურთხეული იყოს ჩვენი მამის – დავითის სამეფო, რომელიც მოდის! მშვიდობა ცაში და დიდება მაღალთა შინა (მათე 21:9).
საქართველოში ამ დღესასწაულს უძველესი დროიდან ბზობას უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს იკურთხება ტირიფისა და კოლხური ბზის ტოტები (ქართულად ბზა), ყველა ტაძარში აღევლინება წმიდა და უკვდავი ლიტურგია. სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები დღესასწაულს „წაღკაზარდ“-ის კვირას უწოდებენ, დღესასწაულს იგივე საფუძველი და მსგავსი ტრადიციები აქვს.
ეკლესიის მამების მიხედვით, იესოს წინ სამოსის დაფენა სიმბოლურად მიუთითებს ცოდვებისგან განშორებას, ხოლო რტოების და ტოტების ჩუქება – განსაკუთრებულ პატივსა და ზეიმს გამოხატავს.
ქრისტიანები ინახავენ ნაკურთხ ტირიფის ტოტებს მთელი წლის განმავლობაში, მომდევნო წაღკაზარდის კვირამდე. ამ დღესასწაულს ფაქტობრივად, წინაქრისტიანული ფესვები აქვს და გაზაფხულის გამოღვიძებას, აღორძინებულ ბუნებას ეძღვნებოდა. ძველად სომხები წაღკაზარდზე ალამაზებდნენ თავიანთ სახლებსა და ეზოებს ნაკურთხი ტირიფის ან ზეთისხილის ტოტებით და ინახავდნენ მათ ქარიშხლისა და სეტყვისგან დასაცავად, შემდეგ წვავდნენ და ფერფლს ქარს უფანტავდნენ უბედურების თავიდან ასაცილებლად.
ყოველწლიურად, ბზობის წინა დღეს, საქართველოს საპატრიარქო და მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაანადგურონ ბზის ხე, არამედ თავად გაზარდონ, რადგან მცენარე წითელ წიგნშია შეტანილი. გარდა ამისა, ბზობის კვირას, ამ სპეციალურად მოყვანილი მცენარის საკმარისი რაოდენობა ეკლესიებთან იყიდება.
ბზობა ხსნის დიდი მარხვის ბოლო დღესასწაულებრივ – „ ვნებების კვირას“ . ეკლესიისთვის ეს დრო არის იესო ქრისტეს ტანჯვით ჯვარცმის გახსენებისა. ამ კვირაში მიღებულია მარხულობა.