საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 604 ათასი ადამიანია, – ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 17 942-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 74.9 მლნ ლარი.

„საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 6.5 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მლრდ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.