პროტესტის 136-ე დღეს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. ინფორმაციას ავრცელებს interpressnews.ge.

თბილისში მოქალაქეები 19:00 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან, შემდეგ კი, 20:00 საათზე – რუსთაველის გამზირზე;

გორი – 17:00 საათზე აქცია გაიმართება საკრებულოს წინ, მოთხოვნით – გათავისუფლდნენ „რუსული რეჟიმის ტყვეები“ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები;

ახალციხე – 18:00 საათზე აქცია გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმი – 19:00 საათზე, აქცია სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში“ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოსთან;

ზუგდიდი – 19:00 საათზე „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“ აქცია გაიმართება სამხარეო ადმინისტრაციის წინ;

თელავი- 19:00 საათზე აქცია გაიმართება მერიის წინ;

ქუთაისი 19:00 საათზე – აქცია „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება მერიის წინ;

ჩხოროწყუ- 20:00 საათზე „გაბედე პროტესტი ყოველდღე“ გაიმართება მერიის წინ;

შეგახსენებთ, უწყვეტი პროტესტი საქართველოში მეხუთე თვეა მიმდინარეობს. თბილისსა და რეგიონებში შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.