თბილისი ცხოვრებისა და ხარჯების მიხედვით მსოფლიოს ქალაქებს შორის 240-ე ადგილს იკავებს.

თებერვალთან შედარებით, საქართველოს დედაქალაქმა საერთაშორისო ფასების ანალიტიკური პლატფორმის — Numbeo-ს რეიტინგში 11 პოზიციით აიწია.

ცხოვრების ხარჯების მიხედვით, თბილისი უსწრებს მინსკს (307-ე ადგილი), კიევს (270-ე ადგილი) და ბაკუს (261-ე ადგილი), თუმცა ჩამორჩება მოსკოვს (193-ე ადგილი) და სანქტ-პეტერბურგს (231-ე ადგილი). თუმცა თბილისი იაფია, ვიდრე რელოკაციისთვის პოპულარული ქალაქები — ბელგრადი (195-ე ადგილი) და ერევანი (192-ე ადგილი).

პორტალის ინფორმაციით, ოთხსულიან ოჯახს თბილისში თვიური მოსალოდნელი ხარჯი 6 167 ლარს შეადგენს, ქირის გარეშე. საშუალოდ ერთ ადამიანს ქირის გარეშე სჭირდება 1710 ლარი.

შედარებისთვის, ერევანში 4 სულიან ოჯახს 7704 ლარი სჭირდება, ბელგრადში – 6810 ლარი. ერევანში ერთი ადამიანი 2157 ლარს ხარჯავს, ბელგრადში კი 2000 ლარს.

სომხეთის დედაქალაქში ცხოვრების ღირებულება თბილისში 24,2%-ით, ქირა კი 10,3%-ით ძვირია. ბელგრადი 23,7%-ით უსწრებს თბილისს ცხოვრების ღირებულებით და 15,1%-ით უსწრებს თბილისს ქირავნობის ხარჯებით.