
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024–2025 წლებში საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, აქედან 44 კერძოა, 19 სახელმწიფო.
უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა მდებარეობს თბილისსა და ბათუმში. თბილისში მხოლოდ 40 უნივერსიტეტია, აქედან 32 კერძოა, 8 კი სახელმწიფო. აჭარაში მხოლოდ 8 უნივერსიტეტია, აქედან 5 კერძოა, 3 კი სახელმწიფო.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ორი უმაღლესი სასწავლებელია — ერთი სახელმწიფო და ერთი კერძო.
ბოლო წლებში საქართველოს უნივერსიტეტები „1+4“ პროგრამის წყალობით სულ უფრო პოპულარული ხდება ჯავახეთის ახალგაზრდობაში.
საწყის ეტაპზე სტუდენტები სწავლობენ ქართულ ენას, შემდეგ სასწავლო წლის ბოლოს 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში (რაც კურსის წარმატებით დასრულებას ნიშნავს), სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გააგრძელონ სწავლა სასურველ ფაკულტეტზე, ყოველგვარი გამოცდის გარეშე.