
ამინდის პროგნოზი საქართველოში 12-14 აპრილისთვის.უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნდება გრილი და პერიოდულად წვიმიანი ამინდი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და ელვა. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქნება +12, +14 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) – მოსალოდნელია თოვლი. დღის ტემპერატურა იქნება 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური)-მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. დღის ტემპერატურა იქნება +7, +12 გრადუსი.
ზღვისპირა რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლიასა და ფოთი): 12 აპრილს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +11 გრადუსი.
13 და 14 აპრილს პროგნოზირებულია შედარებით მშრალი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +14-დან +16 გრადუსამდე.