
ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ BBC გვაცნობებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს 125 პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, რის შემდეგაც თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთზე დაწესებული ტარიფები შეადგენს არა 125, არამედ 145 პროცენტი.
მანამდე ჩინეთმა შეერთებულ შტატებს 84 პროცენტიანი ტარიფი დააწესა.