დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე დაამატა. სანქციების ახალი სია გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.

კერძოდ სანქციები დაუწესდათ, (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე) შალვა ბედოიძეს, (სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე) მირზა კეზევაძეს, (სპეციალური საგამოძიებო სამსახუის უფროსი) კარლო კაციტაძეც და (გენერალური პროკურორი) გიორგი გაბიტაშვილს.

ე.წ „შავ სიაში“ შეყვანა ნიშნავს, რომ ამ პირებზე ფინანსური სანქციები იქნება გამოყენებული, კერძოდ, გაყინული იქნება მათი ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, ამ პირებთან ფინანსური საქმიანობა აკრძალულია და სანქციების დარღვევა ან თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებათა სანქციების გლობალური რეგულაცია“ შემუშავებულია სანქციების აქტის (2018 წლის „სანქციების და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აქტი“) ფარგლებში და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების გამოყენებას, კერძოდ, სახსრების გაყინვას.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციების სიას 2024 წლის 19 დეკემბერს დაამატა ვახტანგ გომელაური, სულხან თამაზაშვილი, მილერ ლაგაზაური, ზვიად ხარაზიშვილი და ალექსანდრე დარახველიძე, ხოლო 2025 წლის 2 აპრილს მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.