სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენ ნივთიერებებზე კვლევის ჩატარების მიზნით ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის თანახმად, მიმწოდებელმა სულ 1 339 ნიმუშის კვლევა უნდა უზრუნველყოს. აქედან წარმოდგენილია 300 რძის ნიმუში, კვერცხის 200 ნიმუში და საქონლის, ცხვრის, ღორის, ბოცვრისა და ფრინველის ხორცის 839 ნიმუში.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 322 515 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 23 აპრილს იწყება და 28 აპრილს სრულდება.

ტენდერში მონაწილე ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს აკრედიტაციის მოწმობა. აკრედიტაციის სფერო დამტკიცებული უნდა იყოს მიმდინარე ტენდერის წინადადების მიღების დამთავრებამდე.