2025 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 სოფლის გზა მოასფალტდება, საერთო თანხით 3 545 714 ლარი. ამ თანხის 5%-ს ნინოწმინდის ადგილობრივი ბიუჯეტი გამოყოფს. ამ სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოასფალტდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სოფლის გზებს:

1. ყულალისისკენ მიმავალი გზის მოასფალტება – სავარაუდო ღირებულება 440 000 ლარი

2. სოფელ დიდი არაგიალის შიდა გზები – სავარაუდო ღირებულება 389 000 ლარი.

3. სოფელ პატარა არაგიალის შიდა გზები – სავარაუდო ღირებულება 318 000 ლარი.

4. სოფელ ოროჯალარის გზის მონაკვეთი – სავარაუდო ღირებულება 370 000 ლარი.

5. სოფელ განძის შიდასოფლის გზები – სავარაუდო ღირებულება 1 751 714 ლარი.

6. სოფელ ფოკას შიდა გზები – სავარაუდო ღირებულება 277 000 ლარი.

ექვსივე სამუშაოს საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3 545 714 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

თანხის 95%-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს, 5%-ს კი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

წინადადებების მიღება სამუშაოების განხორციელებაზე დაიწყო 5 აპრილს და ხვალ- 10 აპრილს დასრულდება.