ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში 120 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ძირითადად მეცხოველეობითა და მიწათმოქმედებით არიან დაკავებული. მთავარ პრობლემებს შორის სოფლის მოსახლეობა ასახელებს სარწყავი წყლის მილსადენის გაწმენდის საკითხს, გზების ცუდ მდგომარეობას, ხანდაზმულებისთვის თავშეყრის ადგილის არქონას და ა.შ.

აგანა რეგიონული ცენტრიდან 25 კილომეტრში და ზღვის დონიდან 1780 მეტრზე მდებარეობს.

სოფლის ცენტრში შეკრებილი ხანდაზმულები დომინოს თამაშობენ. ამბობენ, რომ სოფელში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ, სოფლის ახალგაზრდების 90% საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა.

„სოფელში შეკრების ადგილი არ გვაქვს. მოხუცი ხალხი ვართ, სულ მცირე, ერთი ტერიტორია მაინც დაგვითმონ. წელს დაგვპირდნენ, რომ სოფლის გზას გააკეთებენ, ვნახოთ, გააკეთებენ თუ არა. უაზროდ მიმაჩნია პრობლემებზე ლაპარაკიც კი, რადგან პრობლემები დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მომგვარებელი არ ჩანს“, – თქვა აგანადან ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც თავისი სახელის დასახელება არ ისურვა.

Jnews-მა ახალქალაქის მერიიდან შეიტყო, რომ წელს სოფელ აგანას გზა მოასფალტდება.

კაჯო-აგანას გზის მშენებლობა ორ წელიწადში, ორ ეტაპად განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 579 509 ლარია.
ელექტრონული ტენდერი 5 აპრილს გამოცხადდა, ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხოლო საბოლოო ვადა 10 აპრილია. აღსანიშნავია, რომ თანხის 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი 5% – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

სოფლის გზის პრობლემის გარდა, აღანას მოსახლეობა სარწყავი წყლის საკითხსაც აღნიშნავს, რაც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია.

„სოფელს იმდენი პრობლემა აქვს, არ ვიცი, საიდან დავიწყო, რომ სწორად მოვიქცე. სარწყავი წყლის მილსადენი უნდა გაიწმინდოს, მილები უნდა დამონტაჟდეს, რომ წყალი სწორ ადგილას მივიდეს, რადგან მოვახერხოთ მინდვრების მორწყვა.ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა, შარშან ჩვენივე სახსრებით გავწმინდეთ წყლის არხები, მაგრამ უშედეგოდ, წელიწადზე ნაკლები ხნის შემდეგ იგივე მდგომარეობაა“, – ამბობს აგანას კიდევ ერთი მცხოვრები.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სოფელს დიდი წყლის მარაგი აქვს, მაგრამ ვერ სარგებლობენ.

1000027912

სოფელ აგანას სპეციალისტი არშალუის გალსტიანი ამბობს:

ყოველწლიურად სახელმწიფო გამოყოფს ტექნიკას სარწყავი წყლის არხის გასაწმენდად. სოფლის მოსახლეობის უმეტესობა მონაწილეობს ამ სამუშაოებში. ტექნიკას ყველგან არ შეუძლია გაწმენდა, ამიტომ დანარჩენს ხელით ვაკეთებთ. რაც შეეხება არხის გაწმენდისთვის ფულის შეგროვებას, 20 წლის წინ მე პირადად ვაგროვებდი ფულს სოფლის მცხოვრებლებისგან. ახლა მერია აკეთებს ამას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტიპის ტექნიკის გასაქირავებლად 100 000 ლარია გამოყოფილი.

„მუნიციპალიტეტი ქირაობს აღჭურვილობას, რომ გამოვიყენოთ როცა გვჭირდება. მაგალითად, სოფელ აგანაში ვაპირებთ სარწყავი წყლის მილსადენის გაწმენდას.ეს პროგრამა ყოველწლიურად გვაქვს, თუ სოფლის მოსახლეობა დაგვიკავშირდება, აუცილებლად გავუგზავნით აღჭურვილობას წყლის მილების გასაწმენდად“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა.

აგანაში გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით სატრაპეზო სახლი გაარემონტეს და გათბობის სისტემა გაიყვანეს. ხოლო წელს გადაწყვიტეს, რომ სოფლის კლუბის შენობა გაარემონტონ, სპორტული დარბაზი ააშენონ, ასევე ხანდაზმულებისთვის შეკრების ადგილი გააკეთონ, თუმცა თანხა საკმარისი არ არის, ამიტომ მიმართეს მერიას, რათა დახმაროს.

გევორგ ჯანოიან