
ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტზე 84%-იან ტარიფს აწესებს, მანამდე კი ჩინეთმა ამერიკულ პროდუქტებზე 34%-იანი ტარიფი დააწესა. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 ამერიკული კომპანია დაემატა ექსპორტის კონტროლის სიას და კიდევ 6 კი „არასანდო“ სუბიექტების სიას.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადების თანახმად, აშშ-ის მიერ ჩინეთიზე ტარიფების გაზრდის პოლიტიკა მცდარია, რომელიც სერიოზულად არღვევს ჩინეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, სერიოზულ ზიანს აყენებს წესებით რეგულირებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური წესრიგის სტაბილურობაზე.