ქალაქ ახალქალაქში ხვრელების შეკეთების სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი უკვე ჩატარდა. გამარჯვებული კომპანია „ჯავახავთოგზა“ გახდა 1 350 000.00 ლარით.

„კონკურსი ჩატარდა. გაიმარჯვა კომპანია „ჯავახავტოგზამ“. თუ კონკურსთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოიქმნა, მაშინ ხელშეკრულებას გავაფორმებთ. მაისის დასაწყისამდე ყველა საბუთი მზად იქნება და სამუშაოები დაიწყება“, — განაცხადა ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის საკითხებში პასუხისმგებელმა არა მოვსისიანმა.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტი ხვრელების შეკეთებაზე ელექტრონულ ტენდერს წელს უკვე მესამედ აცხადებს.

თოვლის დნობის შემდეგ, ახალქალაქში ხვრელები უფრო შესამჩნევი და საშიში გახდა, რაც მძღოლებისთვის მოძრაობას გაართულა. მძღოლები ხშირად ჩივიან, რომ შეკეთების დაწყებამდე მაინც დიდი და ღრმა ხვრელები უნდა დაიხუროს.

Jnews-ი წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც გადაღებულია ქალაქის ნალბანდიანის, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩებზე.

IMG_4993

IMG_5002

IMG_4987

IMG_4980

გევორგ ჯანოიან