
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა თავისუფლების ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეკონსტრუქციაზე ტენდერი მეექვსედ გამოაცხადა.
თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციაზე ტენდერი კვლავ 4 აპრილს გამოცხადდა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 აპრილია. კონკურსის თანხის ოდენობა იგივეა- 259 578 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, მუნიციპალიტეტმა სამშენებლო კომპანიებს ესაუბრა, რათა გაეგო, რატომ არ მონაწილეობენ ტენდერში. მისი თქმით ორი მიზეზი გამოიკვეთა, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის პროექტთან დაკავშირებული პრობლემები.
„რამდენიმე მშენებელს გამოვკითხეთ, ზოგმა თქვა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია რთულია, ზოგმა კი აღნიშნა, რომ ფასადის სამუშაო რთული სამუშაოა. მაგრამ ამჯერად იმედი გვაქვს, რომ მონაწილეები იქნებიან. აქამდე არავინ მონაწილეობდა, მათ შორის სხვა ადგილებიდანაც. თბილისის დიდ კომპანიებს პირდაპირ არ აწყობდათ, მათთვის თანხა მცირეა“, – განმარტა მან.
აღვნიშნავთ, რომ მე-5 ტენდერი გამოცხადდა 11 მარტს. იმ დროისთვის გამოყოფილი თანხა წინა ტენდერებთან შედარებით გაზრდილი იყო: 259 578 ლარი 248 897 ლარის ნაცვლად. მეხუთე ტენდერზე განაცხადების მიღება 24 მარტს დასრულდა, თუმცა უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის ტენდერი ოთხჯერ იყო გამოცხადებული. პირველად სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა 2024 წლის 24 ივლისს, მეორედ – 1 აგვისტოს, მესამედ – 16 აგვისტოს, მეოთხედ კი – 26 ნოემბერს. ოთხივეჯერ ტენდერი ჩაიშალა მონაწილეების არყოფნის გამო.
ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერების ჩაშლის მიზეზად მუშახელის ნაკლებობასა და ფასადის სამუშაოების შესრულების სირთულეებს ასახელებდა და არა თანხას ან მოთხოვნებს. თუმცა, საბოლოოდ, ფასი გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი მრავალბინიანი სახლი მდებარეობს Nane Mall-ის მოპირდაპირედ. აღდგენის ფარგლებში იგეგმება შენობის ფასადის კოსმეტიკური რემონტი, მოაჯირიანი აივნების შეკეთება, სკამებისა და განათების დამონტაჟება. ასევე, ტენდერის მიხედვით, იგეგმება შენობის წინ ტერიტორიის გათავისუფლება ავტოსადგომის მოსაწყობად – ტროტუარის შევიწროების ხარჯზე.