
2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, სამინისტოს მონაცემებით, წელს 3 თვეში, წინ წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი პროდუქციის ექსპორტზე: კარტოფილი – 38-ჯერ გაიზარდა, კაკლოვანი ხილი – 46 %-ით, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი – 93%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 30%-ით და მინერალური და მტკნარი წყლები – 17 %-ით.
უფრო ზუსტად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დათვლით, საანგარიშო პერიოდში კარტოფილის ექსპორტი 13.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 13.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრები კი რუსეთი და აზერბაიჯანი იყო.
„კაკლოვანი ხილის ექსპორტი 9.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ექსპორტირებულია 15.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია.
გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 16.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 10.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია ექსპორტირებულია რუსეთში.
უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება 7.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 6.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 43.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა,“ – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.