
ქართულ ფოლკლორულ ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის მომავლის სახლის დირექტორმა სათენიკ მაჰტესიანმა. მან წარმოადგინა თავისი ხელნაკეთი „თითისტარით დამგრეხი“ თოჯინა და ის საქართველოში საუკეთესო აღიარება მოიპოვა.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 წელს დაიწყო, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მომავლის სახლის დირექტორმა სათენიკ მაჰტესიანმა თავისი ხელნაკეთი თოჯინით.
„ჩვენი თოჯინა, რომელიც ჩვენს ეთნოგრაფიას ასახავს, გამარჯვებულად აღიარეს“, — ამბობს სათენიკი. ის თითქმის 15 წელია თოჯინების დამზადებით არის დაკავებული.
„თითისტარით დამგრეხი“ თოჯინა რომელიც გამარჯვება მოიპოვა
ფესტივალი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მონაწილეები ერთ ადგილას, ახალციხეში შეიკრიბნენ, სადაც ფესტივალის პირველი და მეორე ეტაპები ჩატარდა. საბოლოოდ, ყველა წარმოდგენილი ნამუშევრის განხილვისა და შეფასების შემდეგ, შედეგები შეაჯამეს.
„ „თითისტარით დამგრეხი“ თოჯინა ჩემი ბავშვობისა და ბებიაჩემის გახსენებით გავაკეთე. ფესტივალზე ჟიურისაც ვუთხარი, რომ როდესაც თოჯინას ვუყურებ, მგონია, რომ ბებიაჩემს ვუყურებ, რადგან ზუსტად მისი სახე შევქმენი. რის გამო აღიარეს ჩემი თოჯინა გამარჯვებულად? შესაძლოა, ბევრად უფრო ლამაზი თოჯინებიც იყო, მაგრამ თოჯინაში აზრი უნდა ჩადო“, — ყვება სათენიკი.
სათენიკ მაჰტესიანი ამბობს, რომ ჟიურის სიმპათია დაიმსახურა იმანაც, რომ ის თოჯინების სახეებს ქსოვილისგან ამზადებს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქსოვილზე უკეთ ჩანს ყველაფერი, თუნდაც თოჯინის ხასიათი.
თოჯინების მკეთებელი აღნიშნავს, რომ მსგავს ფესტივალებში ხშირად არ მონაწილეობს და მადლობას უხდის ახალქალაქის მერიას, რადგან სწორედ მერიის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მიიღო ფესტივალში მონაწილეობა.
სათენიკი თავისი თოჯინებით ეროვნულობას წარმოაჩენს. ის ამზადებს როგორც სომეხი ეროვნების სიმბოლო თოჯინებს, ასევე ქართველი.
ფენია თოროსიან