შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – მანამდე ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ფეისბუქის გვერდზე „ყველაფერი პოლიციის შესახებ“, რომლის აღწერაშიც წერია, რომ ეს არის „საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდამჭერი ოფიციალური გვერდი“.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.