ნაგავსაყრელზე, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განთავსებული და ემსახურება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს, კონსერვაციული სამუშაოები (ნაგვის მიწით დაფარვა) ერთი თვეა არ ჩატარებულა, რადგან ტექნიკა გაფუჭებულია. ახალციხეში მოქმედი შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, რომელიც ასევე მართავს ამ ნაგავსაყრელს, გვითხრეს, რომ ეს ჩვენ (ახალქალაქი) არ გვეხება, ვინაიდან ნაგავსაყრელი ნინოწინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ამოღებული ნაგავი სოფელ ჯიგრაშენთან მდებარე ნაგავსაყრელზე გროვდება. ოფიციალურად, ნაგავსაყრელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ნაგავსაყრელი 2015 წელს გაიხსნა და გათვლილია ორ მუნიციპალიტეტზე 9 წლიანი ექსპლუატაციის ვადით. 10 წელი გავიდა, მაგრამ ნაგავსაყრელი კვლავ ფუნქციონირებს.

svalka1

ნაგავსაყრელი შემოღობილია,მისი ფართობი 10 წელიწადში სამჯერ გაიზარდა. ახალ ტერიტორიებზე ღობეები არ არის, ქარი კი პლასტმასის პარკები(და არა მარტო) მიმდებარე მინდვრებსა და საძოვრებზე მიაქვს. ნაგავსაყრელის შემდეგ მაშინვე კარტოფილის მინდვრებია, რომელთა მფლობელები მათ მიწაზე დაყრილ პარკებზე არაერთხელ უჩივიან. გარდა ამისა, პარკები საფრთხეს უქმნის პირუტყვს – პარკების ჭამის შემთხვევაში ცხოველები შესაძლოა მოკვდნენ.

დარაჯის თქმით, ნაგავსაყრელზე თვეში ერთხელ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ირგვლივ ანტისანიტარიული მდგომარეობაა, სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც შეწყდა ნაგვის კონსერვაციის სამუშაოები. ჩვენი ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული, ხოლო ის, რაც არსებობს, თავისი ზომების გამო არ არის შესაფერისი ამ პრობლემის გადასაჭრელად.

svalka musor

ყოველდღიურად ნაგავსაყრელი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან, 15-დან 20-მდე სატვირთო მანქანის ნაგავს იღებს.

ჩვენ დავრეკეთ ახალციხის „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“, რათა გაგვერკვია, თუ იციან სიტუაციის შესახებ და რის გაკეთებას აპირებენ.

„ეს ნაგავსაყრელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტს აწუხებს? ის ნინოწმინდის ტერიტორიაზე მდებარეობს და ეს თქვენი საქმე არ არის“, – განაცხადა კომპანიის უფროსმა ოპერატორმა გურამ კეკიშვილმა და ტელეფონი გათიშა.

svalka2

ნაგავსაყრელები უნდა განთავსდეს ქალაქის საზღვრებს გარეთ. მანძილი საცხოვრებელი კორპუსებიდან ნაგავსაყრელის საზღვრამდე, რომელიც ქმნის სანიტარული დაცვის ზონას, უნდა იყოს მინიმუმ 500 მ. ამავდროულად, სანიტარული დაცვის ზონის ზომა უნდა განისაზღვროს ატმოსფეროში აირისებრი ნივთიერებების ემისიების გაანგარიშების საფუძველზე.