ახალქალაქის ნაზარეთიანის ქუჩის მაცხოვრებლები ჩივიან, რომ ერთ წელზე მეტია მათ ქუჩაზე წყალსადენი მილების გაყვანის მიზნით ასფალტი გათხარეს, თუმცა მილების შეცვლის შემდეგ არა მხოლოდ არ გაასფალტეს ეს მონაკვეთები, არამედ გათხრილი ადგილებიც კი არ დახურეს.

ნაზარეთიანის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, პრობლემა დიდი ხანია აქტუალურია, თუმცა ქუჩის მდგომარეობას არავინ აქცევს ყურადღებას.

IMG_2504

საქმე იმაშია, რომ ერთი წლის წინ საქართველოს ერთიანი წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა ახალი წყლის მილების დასაყენებლად ქუჩის ზოგიერთ მონაკვეთზე ასფალტის გზა გადაჭრეს, შემდეგ წყლის მილები შეცვალეს და წავიდნენ.

IMG_2517

მძღოლები ჩივიან, რომ ამ ქუჩაზე ყოველი გადაადგილებისას მათი მანქანები ზიანდება და შესაბამის ორგანოებს სთხოვენ, ყურადღება მიაქციონ ამ ქუჩას.

IMG_2507

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსისიანს ვკითხეთ, თუ ვინ უნდა მოახდინოს მოცემული ქუჩის ასფალტირება.

„ეს ჩვენს პასუხისმგებლობაში არ შედის, მიმართეთ წყალმომარაგების სერვის ცენტრს“, – განაცხადა მან.

IMG_2495

ამის შემდეგ Jnews დაუკავშირდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორს, გიორგი ვახტანგიშვილს, მაგრამ მან უარი თქვა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაზე და განმარტა, რომ ინტერვიუს მიცემის უფლება არ ჰქონდა და გვირჩია დაგვერეკა ცხელ ხაზზე.

ცხელ ხაზზე კი გვაცნობეს, რომ ნაზარეთიანის ქუჩაზე ახალი წყლის მილების გაყვანის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ვერ იტყვიან როდის გაკეთდება გზის მოჭრილი მონაკვეთები.

გევორგ ჯანოიან