
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 11 აპრილის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში- თოვლი, დასავლეთში ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე – 4-5 ბალიანი შტორმი.
სინოპტიკოსების თქმით, ძლიერმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალდიდობა.
„ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების წარმოქმნა, ხოლო ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფის წარმოქმნა და გაძლიერება (საფრთხის დონე საშუალოა)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.