ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის ჯამში ₾13,2 მლნ-ის კიდევ ორი ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ გვაცნობებს bm.ge.
ქალაქ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიზნით ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის მიზნით ახალი ტენდერები გამოცხადდა. ერთ-ერთი ტენდერი შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ გამოაცხადა, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 967 000 ლარია და იგი ქუთაისში ყოფილი პარლამენტის C კორპუსის ფასადის მედია განათების (3D Mapping) პროექტირების, მშენებლობის და მონტაჟის Design-Build მეთოდით შესყიდვას ითვალისწინებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტირება და მშენებლობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით, უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 2025 წლის 7 სექტემბრისა.
წინადადებების მიღება 17 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება.
მეორე ტენდერს კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) აცხადებს პარლამენტის ყოფილი შენობის დეკორატიულ აუზებზე, სახურავზე და მინის გუმბათზე ჰიდროიზოლაციის მოწყობისა და მზის ამრეკლი ფირების გადაკვრისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.ამ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 265 600 ლარია.
შენობის რეკონსტრუქციის კიდევ ერთი, ყველაზე მასშტაბური ტენდერი 2024 წლის ოქტომბერში გაიმართა. მისი ღირებულება თითქმის 21 მილიონი ლარია (7,6 მილიონი დოლარი). „თბილისის სახლმა“ აიღო ვალდებულება აღადგინოს ელექტროგაყვანილობა, გათბობა, გაგრილება, კონდიცირება და სხვა შიდა საკომუნიკაციო სისტემები, მათ შორის, ინტერნეტ კომუნიკაციის სისტემები.
შენობის, რომელიც ათ წელზე მეტია მიტოვებული იყო, იგეგმება ტექნოლოგიურ ცენტრად გადაკეთება. მთავრობამ ეს იდეა ჯერ კიდევ 2022 წელს გააჟღერა, თუმცა პროექტი კარგი ხანია არ დაწყებულა.
მანამდე მიტოვებულ პარლამენტს სამხარეო პოლიციის სამმართველოდ გადაკეთებას დაპირდნენ. გაჟღერდა იქ უნივერსიტეტის გახსნის იდეაც.
პარლამენტის ქუთაისში გადატანა მიხეილ სააკაშვილის დროს გადაწყდა. ის უნდა ემსახურებოდა რეგიონის დეცენტრალიზაციას და განვითარებას. შენობის მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდა და საზეიმოდ გაიხსნა 2012 წლის მაისში, რამდენიმე თვით ადრე, სანამ ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკარგა.
შუშის გუმბათიანი ექვსსართულიანი შენობის მშენებლობა 326 მილიონი ლარი შეადგინა. იმ წლების კურსით დაახლოებით 110 მილიონი დოლარი.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში პარლამენტის არსებობის იდეა არაეფექტურად მიაჩნია. ის თბილისში დააბრუნეს.