სიახლე
საწვავის ფასი კლებას განაგრძობს – როგორია ფასი ბენზინგასამართ სადგურებზე
06.04.2025
ნახვები: 165 |
ავტორი:
Narine Zaqaryan
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 61.99 დოლარი განისაზღვრა, რაც 7.41%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში კლებამ 6.5% შეადგინა და ბარელზე 65.58 დოლარს გაუტოლდა.
როგორც bpn.ge გვაცნობებს ფასების კლება ფიქსირდება საქართველოშიც. კერძოდ, ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში საწვავის ფასები გასულ კვირას ეტაპობრივად 5-10 თეთრის ფარგლებში შემცირდა, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში კი ფასების კლება მიმდინარე კვირის განმავლობაში აისახა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:
Socar:
- ნანო სუპერი – 3.50 ლარი
- ნანო პრემიუმი – 3.10 ლარი
- ნანო ევრო რეგულარი – 2.93 ლარი
- ევრო 5 დიზელი – 3.04 ლარი
- ნანო ევრო 5 დიზელი – 2.95 ლარი.
Gulf:
- G-Force სუპერი – 3.53 ლარი;
- G-Force პრემიუმი – 3.13 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი – 3.03 ლარი;
- ევრო რეგულარი – 3.93 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი – 3.09 ლარი.
Rompetrol:
- Efix სუპერი – 3.63 ლარი;
- Efix ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.99 ლარი;
- Efix ევრო დიზელი – 3.15 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.05 ლარი.
Wissol:
- ეკო სუპერი – 3.52 ლარი;
- ეკო პრემიუმი – 3.12 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.95 ლარი;
- ევრო დიზელი – 2.99 ლარი;
- ეკო დიზელი – 3.07 ლარი;
- დიზელ ენერჯი – 2.94 ლარი.
Portal:
- პრემიუმი – 2.79 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.59 ლარი;
- ევრო დიზელი – 2.69 ლარი.