საქართველოში რძის იმპორტი თითქმის გაორმაგდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი წლის ჭრილში 93%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 3,42 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 3448 ტონა რძე შემოვიდა.გასულ წლელთან შედარებით ანალოგიურ პერიოდში 2,14 მილიონი დოლარის ღირებულების 1786 ტონა რძე შემოვიდა.
გასულ წელს 1 ლიტრის იმპორტის საშუალო ფასი საანგარიშო პერიოდში 1,2 დოლარი იყო, ხოლო 2025 წლის პირველ ორ თვეში – 99 ცენტი. მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტის ფასი 17,5%-ით შემცირდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში რძის ყველაზე დიდი მოცულობა აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანის წილმა რძის მთლიან იმპორტში თითქმის 60% შეადგინა.
კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე დიდი მოცულობის რძე შემდეგ 5 ქვეყანისგან შევიძინეთ: