
გარემოს ეროვნული სააგენტო 6-7 აპრილს საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ გააფრთხილა.
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელვა, ადგილებზე ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და შესაძლებელია ძლიერი ქარი“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს მდინარის დონის მნიშვნელოვანი მატება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავი, ხოლო ბორცვიან და მთიან რაიონებში მეწყრული ჩამოწოლა და ღვარცოფი (საშიშროების დონე საშუალოა).