
დღეს, 5 აპრილს, ახალქალაქის სომხურ ახალგაზრდულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში დედისა და სილამაზის დღესთან დაკავშირებით ბებიებს მიულოცეს.
ახალქალაქის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოსწავლეთა ბებიებისთვის სადღესასწაულო ღონისძიება მოამზადა.
„დედისა და სილამაზის დღესთან დაკავშირებით, დღეს ცენტრში ჩვენი ორი საცეკვაო ანსამბლის ბავშვების ბებიები მოვიწვიეთ. ეს სადღესასწაულო ღონისძიება დღეს ბებიებს მივუძღვნეთ.ისინი ჩვენი მოწვევით მოვიდნენ, რათა ენახათ შვილიშვილების გამოსვლა და მოესმინათ მათთვის მიძღვნილი მოლოცვები და თბილი სიტყვები.ჩვენ მოვაწყეთ მცირე ექსკურსია ცენტრში, რათა დაენახათ ის საქმიანობა, რომელსაც მათი შვილიშვილები ეწევიან, ასევე ვაჩვენეთ თუ ისდინი აქ რას აკეთებენ. ასევე, ბავშვები რომლებიც დადიან ჩვენს ხელნაკეთი და დიზაინის წრეში, მოამზადეს ხელნაკეთი საჩუქრები“, – განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა კარინე თადევოსიანმა.
სპექტაკლების საყურებლად და მილოცვების მოსასმენად ახალქალაქის სომხური ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სტუდენტების 12 ბებია მოვიდა. მათ მიუძღვნეს სიმღერები, ლექსები და სომხური და ქართული ეროვნული ცეკვები, ბიჭებმა კი დოლზე დაკრეს და ა.შ. დასასრულს შვილიშვილებმა ბებიებს ცენტრის მიერ მომზადებული ყვავილები გადასცეს.
7 აპრილს, სომხეთსა და მთელ მსოფლიოში არსებულ სომხურ თემებში დედისა და სილამაზის დღე აღინიშნება. ამ დღესასწაულის სათავეები საერთო ქრისტიანულ ტრადიციებსა და ბიბლიურ გადმოცემებს უკავშირდება.