აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა მას სჯერა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს „რამდენიმე თვეში“ დატოვებს.

ტრამპის თქმით, მას სურს, ილონ მასკი თავის პოსტზე „რაც შეიძლება დიდხანს“ დარჩეს, მაგრამ აღნიშნა, რომ „დადგება დრო, როდესაც მას წასვლა მოუწევს“, ნაწილობრივ იმ კომპანიების გამო, რომლებსაც ის ხელმძღვანელობს.

კითხვაზე, მისი აზრით რამდენ ხანს, იმუშავებდა მასკი მის ადმინისტრაციაში, ტრამპმა უპასუხა- „რამდენ ხანსაც მოისურვებს“. თუმცა როგორც ტრამპმა აღნიშნა, მასკი სავარაუდოდ „რამდენიმე თვეში“ დატოვებს თანამდებობას.
მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Newsmax-თან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომ მასკი თანამდებობაზე უსასრულოდ არ დარჩება.