წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში სარიტუალო სახლს, რომელიც საბჭოთა პერიოდში კულტურულ ცენტრად გამოიყენებოდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

მრავალი წელია კარწახის სარიტუალო სახლი სავალალო მდგომარეობაშია. კარწახში იციან, რომ შენობის რეკონსტრუქციას აპირებენ, თუმცა დეტალები არ ფლობენ.

„შენობა საბჭოთა პერიოდში აშენდა და ამჟამად სოფლის სარიტუალო სახლად ვიყენებთ. არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და საჭიროებს რემონტს.იმედი გვაქვს, რომ მშენებლობა გამართულად ჩატარდება და რემონტი ნაადრევად არ გაფუჭდება“, – ამბობს სოფელ კარწახის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

IMG_2417

სოფელ კარწახის სპეციალისტმა გაბრიელ კარაპეტიანმა Jnews-თან ინტერვიუში სემდეგი თქვა:

„მთელი სახურავი ახლით შეიცვლება. შენობა მთლიანად გარემონტდება გარედან და ნაწილობრივ შიგნიდანაც“.

IMG_2409

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის განცხადებით, სოფელ კარწახში სარიტუალო სახლის რეკონსტრუქციაზე ელექტრონული ტენდერი დღეს გამოცხადდება. ამ სამუშაოების განსახორციელებლად ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 486,82 ლარი გამოყო.

IMG_2407

„კონკურსი დღეს უნდა გამოვაცხადოთ. მთლიანად გამოვცვლით სახურავს, ასევე ჩავატარებთ გამაგრებით სამუშაოებს გარე კედლებზე და დავაბეტონებთ ირგვლივ ყველაფერს. ხოლო შენობის ის ნაწილი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა დღეს ქელეხისთვის იყენებს, არ გარემონტდება, ამას დავტოვებთ და მოგვიანებით გავაკეთებთ“- განაცხადა არა მოვსესიანმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ კარწახში სარიტუალო სახლისთვის თანხა მარტის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.

გევორგ ჯანოიან