ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დარბაზში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ასობით სპორტსმენი მონაწილეობდა როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთიდან.

29-30 მარტს, ახალქალაქის სპორტკომპლექსის დარბაზში გაიმართა კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ახალქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ახალქალაქში კიკბოქსინგის მთავარი მწვრთნელის – სერგეი ტონაკანიანის თქმით, ყოველწლიურად ატარებენ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც მონაწილეობენ სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან.

წელს ტურნირში 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათგან 100 სომხეთიდან იყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი 10 სპორტსმენიდან, რომლებიც პროფესიონალურ ორთაბრძოლებში მონაწილეობდნენ, 7-მა პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო სამოყვარულო ბრძოლაში 8 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგან 4-მა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 4-მა მეორე.

გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოებაში ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები. მერმა მელქონ მაკარიანმა და საკრებულოს პრეზიდენტმა ნაირი ირიციანმა გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელებით, თასებით, ქამრებითა და მედლებით დააჯილდოეს.

საქართველოს ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სახელით, ფედერაციის დირექტორმა ლაშა ჭურაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებს აქტიური თანამშრომლობისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.

აღსანიშნავია, რომ კიკბოქსინგის ტურნირი საქართველოს ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით, ახალქალაქის სპორტკომპლექსთან და ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა.