მზია ამაღლობალის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მაია მცარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობალის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვა მხოლოდ ახლა იწყება, მზია ამაღლობელის საჩივარი უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნება.

ამ შემთხვევაში საუბარია უამრავ გარემოებაზე, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ მუშაობს სისტემა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ისე, რომ იგი მძევლად და პატიმარად რჩება.

„ბათუმის სასამართლო პირველი სხდომიდან და მათ შორის ამ სასამართლო პროცესიდან დაწყებული, მუშაობს დაცვის მხარის მტკიცებულებებისა და პროცედურული საშუალებების ჩამორთმევაზე, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ბრალდება არის მანიპულაციური და არავითარი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან“, – აღნიშნა ადვოკატმა.